English Version

პრიმერადივიზიონში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა

16 სექტემბერი | 18:08 ამობეჭდვა

ესპანეთის პრიმერადივიზიონში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. სტუმრად "სევილიასთან" მარცხი განიცადა "მადრიდის რეალმა".

შეხვედრის საწყისი წუთები მასპინძელი გუნდის უპირატესობით წარიმართა. მატჩის ერთადერთი გოლი "სევილიამ" ტროჩოვსკის ზუსტი დარტყმით მოახერხა.

გამარჯვება იზეიმა სტუმრად "ხეტაფესთან" კატალონიის "ბარსელონამ". ანგარიშის გახსნა "ბარსელონას" ფეხბურთელებმა 32-ე წუთზე ადრიანოს გოლით შეძლეს. სხვაობა ორ ბურთამდე მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაზარდა. ზუსტად 4 წუთში არგენტინელმა მატჩში დუბლის გაფორმება შეძლო.

მე-80 წუთზე მასპინძელმა გუნდმა ანგარიში ორამდე შეამცირა. თუმცა, მატჩის ბოლო წუთზე დევიდ ვილამ მეტოქის კარი მეოთხედ აიღო.

ამ გამარჯვებით "ბარსელონა" 12 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. 10 ქულით მეორე პოზიციაზე "მალაგაა". მადრიდის "რეალი" კი 4 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.