English Version

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ახალი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს

17:27 | 14 სექტემბერი 2012 ამობეჭდვა    გადმოტვირთე ნახვა: 1009

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ახალი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. საქართველოს ჩემპიონს 2012 წლის ბოლომდე დავით მუჯირი და ზაზა ზამთავარაძე უხელმძღვანელებენ.

მწვრთნელთა დუეტი ზესტაფონში მედიას რამდენიმე საათის წინ წარუდგინეს. ზაზა ზამთარაძემ და დავით მუჯირმა საქართველოს საუკეთესო კლუბის თანამდებობაზე გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვალეს, რომელიც გუნდიდამ ევროტურნირებზე წარუმატებელი ასპარეზობის გამო გაათავისუფლეს.

ახალი სამწვრთნელო შტაბის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ხვალ ფოთში კოლხეთის გუნდის წინააღმდეგ შედგება.