English Version

რომის პაპი ლიბანში ჩადის

14 სექტემბერი | 17:22 ამობეჭდვა    გადმოტვირთე

რომის პაპი ბენედიქტ მეთექვსმეტე დღეს სამდღიანი ვიზიტით ლიბანში ჩადის. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ამის გამო ლიბანში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს.

როგორც მოსალოდნელია, დღეს ბენედიქტ მეთექვსმეტე აპირებს მიმართვის გამოქვეყნებას, რომელშიც აღმოსავლეთის ქრისტიანულ ეკლესიებს მუსულმანებთან დიალოგის განვითარებისკენ მოუწოდებს.

რომის პაპი ასევე გეგმავს შეხვედრას ლიბანის ხელისუფლებასთან და რელიგიური გაერთიანებების ლიდერებთან.