სირიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით გაეროსა და არაბული ლიგის ქვეყნების ახალი სპეციალური წარმომადგენელი ლაჰდარ ბრაჰიმი ჩავიდა, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე კოფი ანანი შეცვალა.
ბრაჰიმი უკვე შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრაზე სირიელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, თუმცა ეწინააღმდეგება კონფლიქტში უცხო ქვეყნების ჩარევას.
როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში გაეროს სპეცწარმომადგენელი არაბული ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადისაც შეხვდება. სირიაში კი მდგომარეობა უცვლელია. ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება, რის გამოც ათობით ადამიანი თითქმის ყოველ კვირას იღუპება.
პრეზიდენტის განცხადება ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით
უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა
ავღანეთში 6 ქართველი სამხედრო დაიღუპა
ანაკლიაში ფესტივალი "კავკასია 2013" გაიხსნა
ახალგაზრდული ფესტივალი ანაკლიაში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
ეკა ბესელიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რამდენიმე ადამიანს სპეციალური ეტლი გადასცა
ნიკოლოზ მჟავანაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიერ კანონში განხორციელებულ ცვლილებას ეხმიანება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ურუგვაის წინააღმდეგ
პროექტ “წიგნის მეგობრების” პრეზენტაცია გაიმართა

