English Version

კონტროლის პალატის თავმჯდომარე საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა

14 სექტემბერი | 17:14 ამობეჭდვა    გადმოტვირთე

კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლაშა თორდია საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს ინფორმაცია მიაწოდა პარტიების ფინანსური მონტორინგის მიმდინარეობის შესახებ.

მათ ისაუბრეს ასევე ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე. ლაშა თორდიას განცხადებით, საქართველოსთვის ლატვიის გამოცდილება უმნიშვნელოვანესია და ასეთი სახის ორმხრივი შეხვედრები სამომავლო საქმიანობისთვის გადამწყვეტია.