ჯაჭვური რეაქცია არაბულ სამყაროში -ანტიამერიკული პროტესტი ლიბიით დაიწყო და ეგვიპტეში გაგრძელდა. როგორც ბენღაზიში, ქაიროშიც ყველაფერი მშვიდობიანი დემონსტრაციით დაიწყო, დროშების დაწვით გაგრძელდა და საელჩოში შეჭრის მცდელობით დასრულდა.
დემონსტრანტების შეჩერებას უკვე 48 საათია ქვეყნის ძალოვანი უწყება უშედეგოდ ცდილობს.
ხალხის ნაკადი იმდენად დიდია, რომ პოლიციამ მათ შესაჩერებლად წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულია 224 ადამიანი. ანალოგიური მდგომარეობაა არაბული სამყაროს კიდევ 10 ქვეყანაში.
„არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ევროპარლამენტარებმაც გააკეთეს. ევროპელი დეპუტატები ძალადობის შეწყვეტას ითხოვენ და იმ ქვეყნების მთავრობებს, სადაც დემონსტრაციები მიმდინარეობს, სიტუაციის დარეგულირებისკენ მოუწოდებენ.
ევროპული საკანონმდებლო ორგანოს მაღალჩინოსნები გმობენ ლიბიაში ამერიკის საელჩოზე მომხდარ თავდასხმას და უთანაგრძნობენ დაღუპული ამერიკელი დიპლომატების ოჯახებს. მიმდინარე მოვლენების ფონზე, დასავლეთში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სამართალდამცველების რაოდენობა გაზარდეს.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

