English Version

ნატო-ს დელეგაცია საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

16:18 | 14 სექტემბერი 2012 ამობეჭდვა    გადმოტვირთე ნახვა: 371


ნატოში ლიტვის, ესტონეთის და პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობენ. დღეს დიპლომატები დილიდან გორში ჩავიდნენ და ვერხვების დასახლებაში დევნილებს შეხვდნენ.

სტუმრები იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური მდგომარეობით დაინტერესდნენ, რის შემდეგაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ალიანსის გაფართოების პოლიტიკაზე ისაუბრეს.

ნატო-ს დელეგაცია დღესვე სახელმწიფო კანცელარიაში მივიდა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის მინისტრთან შეხვედრა გამართა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო იყო.