English Version

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

14 სექტემბერი | 16:22 ამობეჭდვა

ევროპარლამენტმა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო.

ევროპელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა უკანასკნელი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდა. ყურადღება რეზოლუციაში "ფუსი რაიოთის" წევრებისთვის გამოტანილ განაჩენზე, მილიონების მსვლელობის მონაწილეთა დაკავებაზე და დეპუტატი გენადი გუდკოვის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზეა გამახვილებული.

დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ ისინი ვერ ხედავენ რუსეთის ხელისუფლების მცდელობას, გამოასწოროს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება.

ევროპარლამენტი "ფუსი რაიოთისთვის" გამოტანილ განაჩენს არაპროპორციულს უწოდებს, დეპუტატი გენადი გუდკოვის წინააღმდეგ საქმის აღძვრას კი მოსკოვში ჩატარებული მილიონების მსვლელობის მონაწილეთა დევნად აფასებს.