English Version

არჩევნებთან დაკავშირებით "მრგვალი მაგიდა" გაიმართა

7 სექტემბერი | 16:12 ამობეჭდვა    გადმოტვირთე

საზღვარგარეთ მყოფი ქართველების საარჩევნო პროცესისა და სარჩევნო სუბიექტების დაფინანსების საკითხებზე დღეს "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ მრგვალ მაგიდაზე იმსჯელეს.

"მრგვალ მაგიდაში ცენტრალური კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ცესკომ, პოლიტიკური სუბიექტებისაგან რეკომენდაციები და წინადადებები მოისმინა.

დღევანდელი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა – ახალი ინიციატივის" მოდერატორობით წარიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალქეებმა საკონსულოებს რეგისტრაციისთვის 10 სექტემბრამდე უნდა მიმართონ.

რაც შეეხება კენჭისყრის თარიღს, ხარატიშვილის თქმით, ქართველი ემიგრანტებისათვის არჩევნების თარიღის შეცვლის იურიდიული საფუძველი არ არსებობს და მათ საკუთარი არჩევანი პირველ ოქტომბერს უნდა დააფიქსირონ. წინასაარჩევნო პერიოდში მრგვალი მაგიდა უკვე მეექვსედ იმართება.