English Version

ეროვნული ნაკრები ბელორუსს დაუპირისპირდება

6 სექტემბერი | 18:31 ამობეჭდვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას 7 სექტემბერს ბელორუსის წინააღმდეგ გამართავს.

ბელორუსის ეროვნული ნაკრები თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. გეორგი კონდრატიევის გუნდი დღეს "დინამო არენაზე" ბოლო წინასამატჩო ვარჯიშს გამართავს.

ბელორუსელებს თბილისურ მატჩში ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრ ჰლები დააკლდება.

"დინამო არენაზე" დღეს ვარჯიშს თემურ ქეცბაიას გუნდიც გამართავს.

საქართველოსა და ბელორუსის შეხვედრა ხვალ 21:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელს პირველი არხი შესთავაზებს.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ხვალ "დინამო არენის" სალაროებში იქნება შესაძლებელი.