საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე შეხვედრისთვის ემზადება. იგორ კოკოშკოვის გუნდი მეორე წრის პირველ მატჩს დღეს სტუმრად რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.
ქართველმა კალათბურთელებმა რუმინეთში მატჩის წინა ვარჯიში უკვე ჩაატარეს. რუმინეთთან შეხვედრაში ეროვნული გუნდი სრული საბრძოლო შემადგენლობით იასპარეზებს.
ნაკრებს ტრავმის შემდეგ ვიქტორ სანიკიძე დაუბრუნდა. „ევრობასკეტ 2013 -ის“ შესარჩევი ეტაპის D ჯგუფს ლატვია ლიდერობს, მეორე ადგილზე ბოსნია იმყოფება. საქართველოს ნაკრებს ერთი თამაშით ნაკლები აქვს და ჯერჯერობით მესამე პოზიციაზეა.
საქართველო-რუმინეთის შეხვედრას 20 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
კობა დავითაშვილი - ბიძინა ივანიშვილის შეფასება ძალიან შეურაცხმყოფელი იყო
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

