ბრიტანეთმა რუსეთს “მაგნიტსკის სია” ოფიციალურად გადასცა. იმ რუსი მაღალჩინოსნების ჩამონათვალი, რომლებსაც ბრიტანეთში შესვლა ეკრძალებათ, მოსკოვში, ბრიტანეთის საელჩოში გადააგზავნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა თაიმსი აქვეყნებს.
"ფაქტი, რომ სიამ ოფიციალური სახე მიიღო იმას მოწმობს, რომ ბრიტანეთი დიპლომატიური სკანდალის ცენტრში მოექცა, რაც შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდეს”,- წერს გამოცემა.
ინფორმაცია ეგრეთ წოდებული მაგნიტსკის სიის შესახებ ბრიტანეთში ერთი წლის წინ გავრცელდა. დოკუმენტი ძალოვანი სტრუქტურების იმ თანამშრომლებისა და მაღალჩინოსნებისადმი სანქციის დაწესებას ითვალისწინებს, რომლებსაც იურისტ მაგნიტსკის სიკვდილთან ჰქონდათ კავშირი.
ბრიტანული მედია იტყობინება, რომ სია, რომელშიც 60 მოსამართლე, ოფიცერი და პროკურორი შედის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის საელჩოში გადაგზავნა. მსგავს სანქციებს შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოშიც განიხილავენ.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი მიმდინარეობს
თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა 104 წლისაა

