რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებული 20-კაციანი ჯგუფის 11 წევრის გვამი ნაპოვნია.
ძალოვანი სტრუქტურის ოფიციალური ინფორმაციით, დივერსანტთა ლიკვიდირებული ჯგუფის ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სავარაუდოდ, რამდენიმე დაჭრილი დივერსანტი ხეობის სხვადასხვა ნაწილში შესაძლოა კიდევ იმყოფებოდეს. ქართველი სამართალდამცველები ძებნის ღონისძიებებს განაგრძობენ.
ლიკვიდირებული 11 დივერსანტის დაკრძალვა მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად მოხდება.
ძალოვანი სტრუქტურა ამბობს, რომ რეგიონში მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. სოფელ ლაფანყურში სიმშვიდეა.
ძლიერი ნისლის გამო, სპეცოპერაციის დასრულება რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე წუხელ ვერ მოხერხდა. დევნის ოპერაცია ქართველმა სამართალდამცველებმა დილით განაახლეს.
ადგილზე მუშაობს კრიზისების მართვის შტაბი, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებს აერთიანებს.
ამ დროისათვის სტაბილურია საავადმყოფოში გადმოყვანილი სპეციალური დანიშნულების რაზმის დაჭრილი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
კობა დავითაშვილი - ბიძინა ივანიშვილის შეფასება ძალიან შეურაცხმყოფელი იყო
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

