English Version

ქართველი კალათბურთელები ლატვიას დაუპირისპირდებიან

24 აგვისტო | 16:18 ამობეჭდვა

საქართველო ლატვიის წინააღმდეგ - საკალათბურთო ნაკრები სეზონის მესამე ოფიციალურ შეხვედრას სპორტის სასახლეში გამართავს.

იგორ კოკოშკოვის გუნდს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ ორი გამარჯვება აქვს და ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება.

მესამე ტურში ქართველი კალათბურთელები ლატვიას დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. პირველი არხი მაყურებელს ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში შესთავაზებს, ამიტომ "მოამბის" მთავარი გამოშვება დღეს, 20:00 საათის ნაცვლად, ეთერში 18:00 საათზე გავა.