English Version

"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" პარტიების ფინანსური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

20 აგვისტო | 17:36 ამობეჭდვა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პარტიების 2011 წლის ფინანსური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

კვლევაში 13 პოლიტიკური პარტიის 2011 წლის ფინანსური დეკლარაციებია განხილული.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფო აუდიტი, რიგ შემთხვევებში, სამართალწარმოებას შერჩევით ახდენდა. ინფორმაცია კი, რომელსაც პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აწვდიდა, არ იყო დეტალური და საჯარო.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად, სპეციალური რეკომენდაციებიც შეიმუშავა.