English Version

დავით ბაქრაძემ შიდა ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

20 აგვისტო | 16:56 ამობეჭდვა    გადმოტვირთე

დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. დღეს მან კანდიდატები შიდა ქართლის ორ რაიონში წარადგინა.

კასპში კენჭს კახა ხაჩირაშვილი იყრის, რომელიც კასპის რაიონის გამგებელი იყო. კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ბაქრაძემ მოსახლეობას სააკაძის ქუჩაზე წარუდგინა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრისა და "ნაციონალური მოძრაობის" პროგრამის მთავარ პრიორიტეტებზე საუბრის პარალელურად, ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს.