English Version

მესტიაში პოლონელ ტურისტს ეძებენ

20 აგვისტო | 16:09 ამობეჭდვა    გადმოტვირთე

მესტიის რაიონის სოფელ კალაში სამძებრო სამუშაოები განახლდა. მაშველები მდინარე ენგურში 23 წლის პოლონელ ტურისტს ეძებენ.

ადგილზე, მესტიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამაშველო სამსახურთან ერთად, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ჯგუფი.

სამუშაოებს უამინდობა და ადიდებულ მდინარეში ცუდი ხილვადობა ართულებს. ადგილზე იმყოფება და ვითარებას აკვირდება პოლონეთის კონსულიც.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ორი პოლონელი ტურისტი ქალბატონი მესტიიდან უშგულისკენ ფეხით მიდიოდა, რა დროსაც სოფელ კალაში ერთ-ერთს ფეხი დაუსხლტა და მთიდან მდინარე ენგურში გადავარდა.