English Version

ჯონდი ბაღათურია ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს

18 აგვისტო | 16:49 ამობეჭდვა

"ქართული დასის" ლიდერი და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯონდი ბაღათურია ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. დღეს ბაღათურიამ შეხვედრა კოსტავას ქუჩის მოსახლეობასთან გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მათ პარტიის პროექტი - "ხელშეკრულება ხალხთან" გააცნო. ხელშეკრულების თანახმად, “ქართული დასი” იღებს ვალდებულებას, რომ ერთი თვის ვადაში მოხდება პატიმართა მასშტაბური ამნისტია, განხორციელდება საპენსიო რეფორმა, რომლის შედეგად, საშუალო პენსია 230 ლარი გახდება.

ასევე ბაღათურიას განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ჩამოეწერება კომუნალური და საბანკო დავალიანებები. ასევე დამატებით 500 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება,- აცხადებს ბაღათურია.