English Version

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ლონდონიდან დაბრუნდა

12:34 | 14 აგვისტო 2012 ამობეჭდვა    გადმოტვირთე ნახვა: 829

7 მედალი, 39-ე ადგილი 204 ქვეყანას შორის - საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ლონდონიდან დაბრუნდა.

ქართველ სპორტსმენებს აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გორელი ოლიმპიელები მშობლიურ ქალაქში გაემგზავრნენ.

სამ მედალოსანს - ლაშა შავდათუაშვილს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და გიორგი გოგშელიძეს გორში საზეიმო დახვედრა და კონცერტი მოუწყვეს.