English Version

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მეოთხე მედალი მოიპოვა

11 აგვისტო | 16:08 ამობეჭდვა    გადმოტვირთე

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მეოთხე მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალური ორთაბრძოლა ოთარ სულთანოვთან ჩაატარა და დამარცხდა.

მსაჯის მიერ ფინალური შეხვედრის ბოლო წამებზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად რუსი სპორტსმენი გამოცხადდა, ქართულმა მხარემ გააპროტესტა. სავარაუდოდ, სამივე არბიტრს დისკვალიფიკაცია ელოდება.
მათ საქმეზე დიდ ბრიტანეთში განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.