2008 წლის რუსული აგრესიის ინტერპრეტაცია - ტელეკომპანია "მეცხრე არხის" დღის 12:00-საათიან გამოშვებაში საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჯარებისა და ტექნიკის შემოყვანას ლეგალური უწოდა.
"ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ლეგალურად შეიყვანა", – აღნიშნა წამყვანმა სოფო ჩაკვეტაძემ ომის ქრონიკაზე საუბრისას.
სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში გაჟღერებული კრიტიკისა და მწვავე გამოხმაურების შემდეგ, დღის 15:00-საათიან გამოშვებაში "მეცხრე არხმა" ოფიციალური ბოდიში მოიხადა და ეთერში გასულ ფრაზას უზუსტობა უწოდა.
სოფო ჩაკვეტაძემ მომხდარი საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" მიერ მომზადებული ტექსტით ახსნა, რომელიც მისივე თქმით, ეთერში დაზუსტებისა და გადამოწმების გარეშე წაიკითხა. წამყვანმა ისიც აღნიშნა, რომ "მეცხრე არხი" არ ეთანხმება ტექსტის ამგვარ ფორმულირებას.
ტელეკომპანია "მეცხრე არხის" მიერ გავრცელებულ განცხადებას "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში დეპუტატი გია თორთლაძე გამოეხმაურა. თორთლაძის განცხადებით, ტელეკომპანია დეზინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
პარლამენტის წევრი განმარტავს, რომ "ლეგალურ ოკუპაციას" საერთაშორისო სამართალი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს, როცა ის ნატო-სა და გაერო-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეყრდნობა. რუსეთს კი ეს მანდატი არ ჰქონია, ამიტომ, როგორც თორთლაძე აცხადებს, ამ თემით არჩევნების წინ მანიპულირება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეიძლება ისახავდეს მიზნად.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი მიმდინარეობს
თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა 104 წლისაა

