English Version

გორის "დილა" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრისთვის ემზადება

7 აგვისტო | 13:10 ამობეჭდვა

საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრისთვის ემზადება. თემურ შალამბერიძის გუნდი "ანორთოსისს" გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა კვიპროსული კლუბის გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გორელები ლარნაკაში დღეს ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ.

"დილა" მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას გოგიტა გოგუა გამოტოვებს. ქართულ გუნდთან ერთად კვიპროსში "მოამბის" გადამღები ჯგუფი გაემგზავრა და უახლეს ინფორმაციას ფეხბურთის გულშემატკივარი "მოამბის" მომდევნო გამოშვებებში იხილავს.

"ანორთოსისისა" და გორის "დილას" საფეხბურთო დაპირისპირება 9 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.