საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამი შანსი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე - ქართველი ფალავნები რამდენიმე წუთში ექსელის დარბაზის ხალიჩაზე სამ წონით კატეგორიაში პირველ ორთაბრძოლებს გამართავენ.
60 კგ წონით კატეგორიაში რევაზ ლაშხის მეტოქე ეგვიპტელი ჰამედ საიდი იქნება. 84 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გეგეშიძე აზერბაიჯანელ სამან ტაჰმაშების შეხვდება. მძიმე წონაში კი გურამ ფერსელიძე ჩილელ ანდრეს ანტონიოს დაუპირისპირდება.
მოგვიანებით, თბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოს ღირსების დაცვას ძალოსანი გია მაჭავარიანი შეეცდება. ქართველი სპორტსმენი 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში "ა" ჯგუფში იასპარეზებს.
გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ ტურნირს ტრავმების გამო ორი რუსი ძალოსანი გამოაკლდა, რომლებიც ფავორიტებად ითვლებოდნენ.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

