English Version

"ლეიბორისტები" ბანკებს თანხების არაკანონიერ ამოღებაში ადანაშაულებენ

5 აგვისტო | 17:07 ამობეჭდვა

"ლეიბორისტები" ბანკებს მეანაბრეებისგან თანხების არაკანონიერ ამოღებაში ადანაშაულებენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ ბრიფინგზე საზოგადოებას ის მეანაბრე წარუდგინა, რომელსაც, მისი თქმით, ბანკის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და სესხის დაფარვას სთხოვენ.

მეანაბრის განცხადებით, მან 6 წლის წინ 950 ლარის ოდენობის სესხი გამოიტანა და თანხა სრულად დაფარა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ 7 000 ლარი აქვს გადასახდელი.

ძაგანიას თქმით, აღნიშნული ქმედება უკანონოა, რადგან, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, გაუსაჩივრებელი კრედიტი ანულირებას ექვემდებარება.