English Version

პრემიერა გორის თეატრში

5 აგვისტო | 13:12 ამობეჭდვა    გადმოტვირთე

პრემიერა გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში - რეჟისორმა სოსო ნემსაძემ მწერალ ვანო ჩხიკვაძის პიესის მიხედვით სპექტაკლი "ბლეფი" დადგა.

ორმოქმედებიანი კომედია თანამედროვე ცხოვრებას ასახავს.

სპექტაკლში მხატვარი ბიჭის ცხოვრებაა ნაჩვენები, რომელსაც მდიდარი ცოლის მოყვანა უნდა. მხატვარ გმირს საკუთარი ცხოვრების შეცვლა უხდება, თუმცა გოგონას გამოჩენა მის ცხოვრებას მთლიანად ცვლის.