English Version

იაპონიაში წყალსა და თევზში ცეზიუმი აღმოაჩინეს

5 აგვისტო | 13:11 ამობეჭდვა

რადიოაქტიური ცეზიუმი, რომელიც, სავარაუდოდ, გასულ წელს ატომური რეაქტორის, "ფუკუშიმა 1-ის" ავარიის შედეგად გავრცელდა, იაპონიაში ზღვის წყალსა და თევზში აღმოაჩინეს, რომელიც სიძუოკასმ ნიიგატასა და ივატეს პრეფექტურებში დაიჭირეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის განათლების, კულტურისა და ტექნოლოგიების სამინისტრო ავრცელებს. თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ რადიოაქტიური ნაწილაკების კონცენტრაცია იმდენად მცირეა, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაშიც კი, მას არანაირ ზიანს არ მიაყენებს.

სამინისტროში თვლიან, რომ აღნიშნულ რეგიონებში რადიოაქტიური ნაწილაკები წვიმის შედეგად მოხვდა.