English Version

შუამთობის დღესასწული ბეშუმში

4 აგვისტო | 16:23 ამობეჭდვა

შუამთობის ტრადიციული დღესასწული ბეშუმში- აჭარის მოსახლეობა დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს - კონცერტები, გამოფენები და სპორტული შეჯიბრებები იმართება.

ბეშუმელებს ზეიმი საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა, ახლად დაქორწინებულ წყვილს საჩუქარი გადასცა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას აჭარის საკურორტო ზონის განვითარებასა და სოციალურ პროექტებზე ესაუბრა.

ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მხადამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა და მოსახლეობას გაესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის წასვლიდან რამდენიმე წუთში აქციაზე მისვლა, მომხრეებთან ერთად, "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც გადაწყვიტა.

სამართალდამცველებმა სთხოვეს მათ თავი შეეკავებინათ შეკრების ადგილზე მისვლისგან, რადგან ერთსა და იმავე ტერიტორიზე ორი აქციის გამართვა შეუძლებელი იქნებოდა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლება პოლიციის მითითება არ გაითვალისწინეს. ხელვაჩაურის გამგებლის თხოვნით, ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ქუდი დაიხურა. "ქართული ოცნების" აქტივისტებს ბეშუმის მოსახლეობა უკმაყილო ემოციით შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხულოს რაიონის კურორტ ბეშუმის ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცახდებაში ნათქვამია, რომ შუამთობის დღესასწაულის აღსანიშნვად შეკრებილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა. ტერიტორიაზე მისულ ცალკეულ ჯგუფსა და ადგილობრივებს შორის, კონფლიქტის აცილების მიზნით, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა და მათი დისტანცირება მოახდინა.

შსს აცხადებს,რომ პოლიცია ყველა ჯგუფის გამოხატვის თვაისუფლებას დაიცავს და ამისთვის კანონით განსაზღვრულ ყველა საშუალებას გამოიყენებს, - ნათქვამია შსს-ს განცახდებაში.