English Version

პიტსბურგის აეროპორტში სამგზავრო ავიარეისი ფუტკრების გამო გადაიდო

4 აგვისტო | 13:18 ამობეჭდვა    გადმოტვირთე

პიტსბურგი-ნიუიორკის მიმართულებით რეისის განსახორციელებლად პიცბურგის აეროპორტში სამგზავრო ავიარეისი ფუტკრების გამო გადაიდო.

აეროპორტის ხელმძღვანელობას სპეციალისტის მოწვევა მოუხდა, რათა მას თვითმფრინავის ფრთა ფუტკრებისგან გაეთავისუფლებინა, სადაც 25-დან 30 ათასამდე ფუტკარი ერთად იყო შეჯგუფებული.

სპეციალისტები თვლიან, რომ ფუტკრების სკა აეროპორტთან ახლოს მდებარეობდა.