English Version

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო გამართული რეფერენდუმის კანონიერების საკითხს გადაწყვეტს

4 აგვისტო | 13:14 ამობეჭდვა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით გამართული რეფერენდუმის კანონიერების საკითხს 31 აგვისტოს გადაწყვეტს.

საქმის განხილვა 12 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა მოულოდნელად სასამართლოში განაცხადეს, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაციას 2 კვირით ადრე მიიღებდნენ.

თავად ტრაიან ბესესკუ,საკუთარი იმპიჩმენტის პროცედურას უკანონოდ მიიჩნევს, რომ მინისტრთა კაბინეტის მოქმედება რეფერენდუმთან დაკავშირებით, რუმინეთის ავტორიტეტს ლახავს. მემარცხენე მთავრობა პრეზიდენტს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.