English Version

ცესკო-ში განაცხადების მიღება გრძელდება

4 აგვისტო | 16:20 ამობეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადების მიღება გრძელდება. დღეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაციაზე განაცხადი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიტანა.

განაცხადების შეტანის ვადა ხვალ 5 აგვისტოს, 18 საათამდეა. ამ დროისთვის ცესკო-ში 40 პარტიის განაცხადია შესული, რომელთაგან რეგისტრაცია 14-მა გაიარა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა ცესკო-ში პირველ სექტემბერს იწურება.