English Version

ქართველი ოლიმპიელები ასპარეზობას განაგრძობენ

3 აგვისტო | 16:36 ამობეჭდვა    გადმოტვირთე

"ლონდონი 2012-ზე" ქართველი ოლიმპიელები ასპარეზობას განაგრძობენ. ქართველმა ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ საკუთარ ქვეჯგუფში მეორე შედეგი აჩვენა და ახლა A ქვეჯგუფის სპორტსმენების შედეგს ელოდება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, დაიკავებს თუ არა ის საპრიზო ადგილს.

ძიუდოისტთა ნაკრებმა კი ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. დღეს მძიმე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა წარუმატებლად იასპარეზა და ოლიმპიადას გამოეთიშა.

საღამოს კი ოლიმპიურ თამაშებში მძლეოსნები ჩაერთვებიან და სიგრძეზე ხტომაში ბედს ბოლესლავ სხირტლაძე ცდის.