English Version

ახალი სამარშუტო ხაზი თბილისში

ახალი სამარშუტო ხაზი თბილისში - მთაწმინდის მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სამსახურმა, ამაღლების ქუჩიდან სადგურის მოედნის მიმართულებით, ახალი, 57 ნომერი სამარშრუტო ხაზის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ამ მიმართულებით მოსახლეობის გადაადგილების პრობლემას მოაგვარებს.

ახალი სამარშრუტო ხაზი ექსპლუატაციაში სექტემბრიდან შევა და მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი იქნება. სიახლე ადგილობრივ მოსახლეობას თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჩიკო გეგენავამ დღეს გააცნეს.