English Version

ნორვეგია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

31 ივლისი | 16:03 ამობეჭდვა

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ნორვეგიაა. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ოსლოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ნორვეგიის დედაქალაქი ახლა ტელეკომპანიების BBC-სა და CNN-ის პირდაპირ ეთერშია.

ოსლოში ამერიკის დიპლომატიურ უწყებასთან მიმდინარე მოვლენებს აშუქებს ყველა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო, მათ შორის 'როიტერი" და "ასოშიეითიდ პრესი".

მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების ცნობით, ნორვეგიის პოლიციამ ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობასთან მდგარ ავტომობილში საეჭვო პაკეტი აღმოაჩინა.

ადგილობრივების უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა ახლომდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.