English Version

ანდრეი შევჩენკო პოლიტიკაში მიდის

29 ივლისი | 18:16 ამობეჭდვა

ანდრეი შევჩენკო სპორტს თავს ანებებს და პოლიტიკაში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას, - განცხადება ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა უკრაინელმა სპორტსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმები უკვე აქვს.

"ალბათ შოკს მიიღებთ, მაგრამ ჩემი მომავალი აღარ არის დაკავშირებული ფეხბურთთან, ის დაკავშირებულია პოლიტიკასთან. იმედი მაქვს, უკრაინელები ისევე დამიჭერენ მხარს, როგორც აქამდე", - აღნიშნა შევჩენკომ მედიასთან საუბრისას.