English Version

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალშია

29 ივლისი | 16:30 ამობეჭდვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალშია.

ის ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს. ქართველმა სპორტსმენმა 66 წონით კატეგორიაში ორი შეხვედრა მოიგო. შავდათუაშვილმა ჩილელი და ფრანგი ძიუდოისტები დაამარცხა.

მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა ლონდონში რამდენიმე წუთში დაიწყება.