English Version

რამდენიმე საათი რჩება ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე

27 ივლისი | 16:05 ამობეჭდვა

ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება. ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე წლის ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების საზეიმო გახსნის ნახვის შესაძლებლობა ექსკლუზიურად მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.

ლონდონის ოლიმპიურ სოფელში უკვე ფრიალებს საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, ლონდონშია საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ძირითადი ნაწილიც.

პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედლისთვის ბრძოლას იწყებს, მშვილდოსანი ქრისტინე ესებუაა.