English Version

ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი პანტიანში

24 ივლისი | 16:55 ამობეჭდვა

ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პანტიანში - კომპლექსის მშენებლობა ერთი წლის დაიწყო და ამ დროში აქ 2 -სართულიანი სასტუმრო და ჩოგბურთის კორტები გაიხსნა.

აქვეა ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა, სადაც სხვადასხვა სპორტული ინვენტარი დგას და მსურველებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეუძლიათ ვარჯიში.

გამაჯანსაღებელი კომპლექსი ძირითადად ახალგაზრდა ჩოგბურთელებისათვის არის განკუთვნილი. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ ახლგაზრდები ტურნირისთვის მოემზადონ. დღეს კომპლექსის გახსნასთან ერთად ჩოგბურთის ჩემპიონატიც გაიხსნა.