ირანელმა დეპუტატმა ჯავად კარიმი კოდუსიმ პარლამენტში განსახილველად ორმუზის სრუტის ჩაკეტვის კანონპროექტი შეიტანა. პარლამენტარმა განაცხადა, რომ 290 დეპუტატიდან დაახლოებით ნახევარმა მის ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა.
კოდუსის თქმით, „ორმუზის სრუტე მსოფლიოსთვის ციხესიმაგრეა, რომლის გასაღებიც ირანის ხელთაა“. დეპუტატმა თავის კოლეგებს მოუწოდა, რომ სწორედ ამ სიტუაციით ისარგებლონ. ირანის ოფიციალურ პირებს ინიციატივაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ქვეყანაში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ჰამეინი მიიღებს. მანამდე, ირანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სრუტეს ჩაკეტავს, თუკი დასავლეთი მას ნავთობის ექსპორტში ხელს შეუშლის.
მიუხედავად ამ მუქარისა, ევროკავშირის ქვეყნებმა პირველ ივლისს ირანული ნავთობის მყიდველებისთვის სანქციები დააწესეს, რამაც თეირანი მყიდველების გარეშე დატოვა.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

