English Version

პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ

პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. „ეროვნულ -დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი დღეს ფოთში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ხელისუფლების პრიორიტეტებზე ისაუბრა სოფელ არგვეთას მოსახლეობასთან პარლამენტის თავმჯდომარემ. „ახალმა მემარჯვენეებმა“ ბათუმში ანტიმონოპოლიური კამპანია დაიწყეს და ქუჩებში ფლაერები დაარიგეს.

დღესვე ბრიფინგი გაიმართა „თავისუფალი საქართველოს“ ოფისშიც, სადაც პარტიის ლიდერებმა განცხადება მეუფე იობის მხარდაჭერაზე გააკეთეს. „ლეიბორისტების“ დღევანდელი ბრიფინგის მთავარი თემა კი კომუნალური გადასახადები იყო.