English Version

თავდასხმების სერია ყაზანში

19 ივლისი | 18:04 ამობეჭდვა

თავდასხმების სერია ყაზანში - თათრეთში ადგილობრივი სულიერი ლიდერი ილდუს ფაიზოვი სამსახურის მანქანაში ააფეთქეს, რომელიც მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რამდენიმე საათით ადრე თავდასხმა ფაიზოვის თანაშემწე ვალიულ იაკუპოვზეც განხორციელდა, რომელიც რეგიონში ვაჰაბიზმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოწინააღმდეგედ იყო ცნობილი.

იაკუპოვი ადგილზე დაიღუპა. თავდამსხმელებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად მანქანაში საწვავი აფეთქდა. მანქანა ადგილზე დაიწვა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.