English Version

ფინანსების არასწორად განკარგვაზე ისაუბრეს "ახალმა მემარჯვენეებმა"

14 ივლისი | 17:09 ამობეჭდვა

ფინანსების არასწორად განკარგვაზე ისაუბრეს "ახალმა მემარჯვენეებმა" ქუთაისში. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა მღვდელაძემ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, ქუთაისის უბნების ნაწილში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. „მემარჯვენეების“ მიერ დასახელებულ უბნებს შორისაა პარლამენტის ახალი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოკარხნის მარჯვენა დასახლება.

„ახლები“ ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯოს.

დღესვე „ახალი მემარჯვენეების“ გორის ორგანიზაციამ, ახალგაზრდულმა ფრთამ და „ახლების“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა აქცია ”არა მონოპოლიებს“ გამართეს. „ახლებმა“ მოსახლეობას სპეციალური ფლაერები დაურიგეს.