ფიფა მორიგ სკანდალში ეხვევა - ორგანიზაციის ყოფილ პრეზიდენტ ჟოაო აველანჟს და ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ყოფილ თავმჯდომარე რიკარდო ტეიშეირას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.
შვეიცარიის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ აველანჟმა და ტეიშეირამ, ფიფას ეგიდით ჩატარებული შეჯიბრებების ტელეტრანსლაციის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მარკეტინგული კომპანიისგან სოლიდური თანხა მიიღეს.
სპორტული მიმომხილველები ამბობენ, რომ ეს აველანჟისთვის პირველი შემთხვევა არ არის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფიფას ყოფილი პრეზიდენტი სკანდალში 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებითაც გაეხვა.
ბოლო ხმაურიანი მითქმა-მოთქმა კი ფიფას კიდევ ერთ გადაწყვეტილებას მოყვა, რომელიც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარებას, 2022 წელს კი ტურნირის ყატარში გამართვას უკავშირდება.
პრეზიდენტის განცხადება ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით
უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა
ავღანეთში 6 ქართველი სამხედრო დაიღუპა
ანაკლიაში ფესტივალი "კავკასია 2013" გაიხსნა
ახალგაზრდული ფესტივალი ანაკლიაში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
ეკა ბესელიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რამდენიმე ადამიანს სპეციალური ეტლი გადასცა
ნიკოლოზ მჟავანაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიერ კანონში განხორციელებულ ცვლილებას ეხმიანება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ურუგვაის წინააღმდეგ
პროექტ “წიგნის მეგობრების” პრეზენტაცია გაიმართა

