English Version

გიორგი კარბელაშვილმა და მაია სიდამონიძემ ფოთის შუქურა დაათვალიერეს

ფოთის განახლებული შუქურა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილმა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია სიდამონიძემ დაათვალიერეს.

შუქურა, რომელიც ერთწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა, ერთ-ერთი ტურისტული მარშრუტი იქნება. აქვე გაიხსნება საქართველოს ზღვაოსნობის ისტორიის მუზეუმი.

ფოთის შუქურა, რომელსაც 150 წელი შეუსრულდა, 1862 წელს ლონდონელი ინჟინრების მიერაა აშენებული და შავი ზღვის აუზში ყველაზე მაღალი კონსტრუქციაა.