"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" სამეგრელოს ბიუროს წარმომადგენლები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამეგრელოს რეგიონში ქალთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წევრებმა ისაუბრეს პარტიის ინიციატივაზე, დიასახლისის სტატუსი შემოღების შესახებ. ინიციატივასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვეს ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
ქალთა უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ დიასახლისის სტატუსის შემოღებით ქალი ოჯახს მიეჯაჭვება და თავისი თავის სრულ რეალიზაციას ვერ მოახდენს.
„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ინიციატივა დიასახლისის სტატუსის შემოღების შესახებ ითვალისწინებს ოჯახში დაკავებული ქალბატონების გათანაბრებას საჯარო მოხელეებთან, მათ უფასო სამედიცინო დაზღვევას და ასევე არა ასაკობრივ, არამედ შრომით პენსიას.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
კობა დავითაშვილი - ბიძინა ივანიშვილის შეფასება ძალიან შეურაცხმყოფელი იყო
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

