English Version

სისხლიანი გარჩევა საბურთალოსა და ხვიჩიას ქუჩების კვეთაზე

სისხლიანი გარჩევა საბურთალოსა და ხვიჩიას ქუჩების კვეთაზე - ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას გულმკერდის არეში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს, ამ დროისთვის მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცს ქუჩაში რამდენიმე ადამიანთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ავტომობილიდან მის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ- კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. საქმეზე დაიწყო გამოძიება.