English Version

ირაკლი ალასანია სენაკში მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ალასანიამ კოალიციის გეგმებზე, საარჩევნო პროგრამასა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ადგილობრივებმა კოალიციის წარმომადგენელს შეკითხვები დაუსვეს. მთავარი, რაც მოსახლეობას აინტერესებდა, სოფლის მეურნეობის საკითხები და ჯანდაცვის სფეროს ხელმისაწვდომობა იყო.