English Version

მანანა ნაჭყებია ხელვაჩაურში მოსახლეობას შეხვდა

4 ივლისი | 18:02 ამობეჭდვა

"ახალი მემარჯვენეები" აჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს მანანა ნაჭყებია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყოროლისთავის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ნაჭყებიას თქმით, აჭარელი გლეხების მთავარი პრობლემა ციტრუსის გასაღებას უკავშირდება. ხელვაჩაურელები ამბობენ, რომ კიდევ ერთ მწვავე პრობლემად მათთვის ზამთარში გათბობის საკითხი რჩება და თხოვნით მიმართავენ მთავრობას, დროულად დაიწყოს შეშის ვაუჩერების დარიგება.

მანანა ნაჭყებიას განცხადებით, მთავრობის ახალ გეგმაში ცალკეული პრობლემა და მისი მოგვარების გზები დეტალურად უნდა იყოს გაწერილი.