English Version

უეფა-ს სუპერთასის მატჩი თბილისში ჩატარდება

1 ივლისი | 16:03 ამობეჭდვა

უეფა-ს სუპერთასის მატჩი თბილისში ჩატარდება. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2015 წლის პრესტიჟული საფეხბურთო შეხვედრის მასპინძლად საქართველოს დედაქალაქი დაასახელა.

მასპინძლის სტატუსის მოსაპოვებლად რამდენიმე ევროპული ქალაქი იბრძოდა. საბოლოოდ არჩევანი უელსისა და საქართველოს დედაქალაქებზე გაკეთდა. კარდიფში სუპერთასის შეხვედრა 2014 წელს შედგება. ზუსტად ერთ წელში კი თბილისი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულებს მიიღებს.

გადაწყვეტილება უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე კიევში მიიღეს.

უახლოეს მომავალში თბილისს უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტები ესტუმრებიან, რომლებიც მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების მეორე ეტაპს გაეცნობიან.