English Version

ევროპის 2015 წლის სუპერთასის შეხვედრა თბილისში ჩატარდება

ევროპის 2015 წლის სუპერთასის შეხვედრა თბილისში ჩატარდება. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დედაქალაქი მასპინძლად დაასახელა.

2015 წლის 12 აგვისტოს თბილისში უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები ითამაშებენ.

კიევში მიმდინარე უეფას საგანგებო სხდომას 53 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სუპერთასის მასპინძელ ქალაქად თბილისი ოფიციალურად უეფას პრეზიდენტმა გამოაცხადა. კიევში მიმდინარე სხდომაზე სუპერთასის მოდმევნო ორი სეზონის, მასპინძელი ქალაქები დაასახელეს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მომდევნო საფეხბურთო სეზონიდან სუპერთასის მასშტაბების გაზრდას გეგმავს.

უეფას პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელებისთვის ახალი ინიციატივაც გააჟღერა.