English Version

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დამწერლობის ფესტივალი გაიხსნა

30 ივნისი | 13:08 ამობეჭდვა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დამწერლობის ფესტივალი გაიხსნა. სამდღიანი პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

პრეზენტაციაზე ცენტრის კოლექციის გამორჩეულ ხელნაწერთა ამსახველი ფოტოები წარმოადგინეს.
აქვე კალიგრაფიული წერის აქცია - "ანბანთქება" გაიმართა, რომელშიც უმაღლესი სასწავლების სტუდენტები და კალიგრაფიის თემით დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.

მათი ნამუშევრები ხელნაწერთა ცენტრში შეინახება. ფესტივალი 3 დღეს გაგრძელდება, მისი მიზანი ქართული დამწერლობის პოპულარიზაცია და ქართული კალიგრაფიული სკოლის აღორძინებაა.